სახალხო ზეიმი “გოგლაობა”

01/06/2016

სოფელ პატარძეულში გიორგი ლეონიძის გარდაცვალებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ინიცატივით და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით სახალხო ზეიმი “გოგლაობა” გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას პოეტები და მწერლები იღებდნენ, რომლებმაც თბილი სიტყვები არ დაიშურეს მწერლისთვის. ღონისძიებაზე ასევე ადგილობრივი შემოქმედებით ჯგუფებიც წარსდგნენ. საგარეჯოს სახალხო თეატრის მსახიობებმა გოგლას პერსონაჟები გააცოცხლეს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით დაარსდა ლიტერატურული კონკურსი „ნატვრის ხე“ რომლის ფარგლებშიც ფულადი ჯილდო სამ შემოქმედ მოსწავლეს გიორგი დოლენჯაშვილს, მაკა ნინიკელაშვილს და ნიკოლოზ გვარიძიშვილს გადაეცათ. ღონისძიებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი, გამგებლის მოადგილე დავით ივანიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ფრიდონ ბურდული ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0