სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით და ორგანიზებით წინასაახალწლო აქცია

31/12/2018

სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით და ორგანიზებით წინასაახალწლო აქცია მოეწყო, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონის მასშტაბით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისა და უდედმამო ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემას.
გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებმა დამდეგი შობა–ახალი წელი რეგიონში მცხოვრებ ოჯახებს პირადად მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0