საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ

თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
პირველ ეტაპზე, კომპიუტერები ძველი თბილისისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს (სულ 204 წარჩინებული) გადაეცათ.
საქართველოს მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა 2557-ია. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებულ მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
დაჯილდოების პროცესი გრძელდება და უახლოეს მომავალში კომპიუტერს ყველა ბენეფიციარი მიიღებს.

Visited 225 times, 1 visit(s) today