საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო

23/08/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე მოქმედ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში, ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების მიზანს მოზარდებში ჯანსაღი საკვები პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ფესტივალს საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ცნობილი სპორტსმენები ვლადიმერ ბოისა და ლევან კობიაშვილი, ასევე, რაგბისტები და ფეხბურთელები შეუერთდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0