სევდია უგრეხელიძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’თავმჯდომარემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა.
სევდია უგრეხელიძემ ჟვანიას მოედანზე გამავალი წყალსადენის მაგისტრალის ავარიულად დაზიანების თაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევა საგზაო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებამ გამოიწვია.
დეპუტატმა თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიამ გზის საფარი მიწისქვეშა კომუნიკაციის გამოცვლის გარეშე დააგო, რამაც, შესაძლოა, მსგავსი შემთხვევები თბილისის სხვადასხვა უბნებშიც გამოიწვიოს.

Visited 164 times, 1 visit(s) today