სეტყვამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

14/06/2019

ძლიერმა სეტყვამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა დიდი ჭყონის და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს. კერძოდ დაზიანდა სიმიდის ყანები, ხეხილი, თხილის ფართობები და ვაზი. შექმნილ ვითარებას ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია და მარტვილის მერი გაეცნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სტიქიის შედეგების დამდგენი კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დიდლიდან დაითვლის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0