სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა

23/10/2017

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.
სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0