სიტუაციური საველე სწავლებები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე

15/07/2016

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებულ სადაზვერვო ქვედანაყოფები სიტუაციური საველე სწავლება გრძელდება. სწავლებები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობს და თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.
სწავლების ფარგლებში დღეს სამხედრო მოსამსახურეებმა კონტრრეკოგნოსირების ოპერაციები ჩაატარეს. ოპერაციები რეიდს, ჩასაფრებას, მოწინააღმდეგის ძებნას, დევნას და განადგურებას მოიცავდა.
სიტუაციური საველე სწავლება 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლებაში 200-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
საველე სწავლების განმავლობაში სამხედროები მომზადებას გადიან მარშრუტის რეკოგნოსირებაში, სათვალთვალო საგუშაგოების მოწყობასა და თვალთვალის წარმოებაში, ასევე, ზონის და რაიონის რეკოგნოსირებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0