სიღნაღის მუნიციპალიტეტში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა

07/09/2017

სიღნაღის მუნიციპალიტეტში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
ამ დროისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაკრეფილია 1200 ტონა ყურძენი. წინასწარი მონაცემებით, მოსავალმა 20 000 ტონა უნდა შეადგინოს.
ღვინის კომპანიები, რომლებიც სპირტისა და ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის 1კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად ჩაიბარებენ, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0