სიღნაღში ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“ გაიმართა

17/06/2017

დღეს ქალაქ სიღნაღში ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“ გაიმართა. ღონისძიება სიღნაღში მესამე წელია მიმდინარეობს. ფესტივალზე ფერმერებმა და მეღვინეებმა ქართული წარმოების ღვინო, ჩირი, ყველი,თაფლი, ჩურჩხელა, ხილი და სხვა ინოვაციური პროდუქტი წარმოადგინეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული პროდუქცია.
ღონისძიებას კახეთის რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ირაკლი ქადაგიშილი ფესტივალის მონაწილე ქართული კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა და მათ მიერ წარმოდგენილი პროდუქცია დააგემოვნა.
ფესტივალის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0