„სიყვარულის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

25/08/2017

ქალაქ საგარეჯოში, მდინარე თვალთხევზე მდებარე, თამარ მეფის და ჯაფარიძის ქუჩის დამაკავშირებელი საფეხმავლო ე.წ „სიყვარულის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში:
შეიცვალა საფეხმავლო სავალი ბილიკი
გადაიხურა რკინის კონსტრუქციით
დამონტაჟდა სკამები
რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებული გაბიონის კედელს
შეიღებება ლითონის კონსტრუქცია.
ასევე მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა:
საფეხმავლო ბილიკები
ბორდიურები
დამონტაჟდება გარე განათება და სკამები.
ორივე პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 217 000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0