სკოლამდელი აღზრდის საკანონმდებლო საკითხებზე გამგეობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სკოლამდელი აღზრდის საკანონმდებლო საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენი“ – ს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების შესახებ პროექტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებზე, სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტებისა და სხვა იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების უფლებამოსილების ვალდებულებებზე, ასევე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაფინანსების პრინციპებზე ისაუბრეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილიც ესწრებოდა.

Visited 154 times, 1 visit(s) today