სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომა – ეს არის გამოსავალი სკოლების მართვის ეფექტიანობის გასაძლიერებლად

22/03/2019

„სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომა – ეს არის გამოსავალი სკოლების მართვის ეფექტიანობის გასაძლიერებლად. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მართვა დემოკრატიული და განვითარებაზე ორიენტირებული პრინციპით და შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმებით მოხდეს“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„სკოლას გაეზრდება საბაზისო დაფინანსება. იმისათვის, რომ სკოლები ჩავაყენოთ თანაბარ პირობებში და ამავდროულად ვიყოთ ორიენტირებული ინდივიდუალური სკოლის საჭიროებაზე დაფუძნებულ განვითარებაზე, საჭიროა შემუშავდეს დამატებითი წახალისების ეფექტური და მხარდამჭერი მექანიზმი.

შესაბამისად, სკოლის დაფინანსება უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი კომპონენტებისგან:
საბაზო ვაუჩერული დაფინანსება;
სკოლის განვითარების ფონდი.

სკოლის განვითარებისთვის, კერძოდ იმისათვის, რომ სკოლებმა თვითშეფასებაზე დაფუძნებით დაადგინონ საჭიროებები, მუშავდება სპეციალიზირებული პროგრამები. ხოლო სამინისტრო ექსპერტთა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით პროგრამულად დააფინანსებს ასეთ ინიციატივებს” – განაცხადა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0