სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხი იწმინდება

საქართველოს მელიორაცია სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. ქარელში მცენარეული ნატანისა და შლამისგან მაგისტრალური არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს. აღდგენილი საირიგაციო არხით ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლების ქვემო ხვედურეთის, ზემო ხვედურეთის, ღვლევის, ქვენაფლავის, ქ. ქარელის, სკრის, ბეთლემისა და რიეთის მოსახლეობა ისარგებლებს.

Visited 92 times, 1 visit(s) today