სოლიდარობის ფონდის ანგარიში გარემოს დაცვის სამინისტროში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მხრიდან კიდევ უფრო მეტი გააქტიურება თანხების მობილიზების მიზნით, რაც ფონდს მისცემს საშუალებას განაგრძოს 22 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარება და ასევე მოხდეს პროგრამების სამომავლო გაფართოება. საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით როგორც საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით ფილანტროფიისა და ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა.

პირველ ეტაპზე სოლიდარობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას, თუმცა ფონდის მანდატი ბევრად უფრო ვრცელია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით სოლიდარობის ფონდი შეძლებს პროგრამების გაფართოვებას როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით.

დაფუძნებიდან დღემდე ფონდს 55 000-ზე მეტი საჯარო სამსახურის თანამშრომელი (დაახლოებით 20%), 24 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია შემოუერთდა. შედეგად 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით ფონდში საერთო ჯამში 5.7 მლნ. ლარი იქნა მობილიზებული.

უკვე მობილიზებული და ასევე პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით საქართველოს ფონდმა უკვე 215 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

Visited 110 times, 1 visit(s) today