სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ საერთაშორისო მრჩეველს შეხვდა

09/06/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ მუდმივ საერთაშორისო მრჩეველს (RTA) ქ-ნ დაივა მატონიენეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის სამი ძირითადი კომპონენტი განიხილეს, რომელიც ითვალისწინებს სატყეო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ჰარმონიზებას ევროკავშირის სტანდარტებთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას.
„ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ – პროექტს ახორციელებს ლიტვა – უნგრეთის კონსორციუმი, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივნისს დაიწყო და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სულ დაგეგმილია 123 მისია, რომლის ფარგლებშიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს დახმარებას გაუწევს სატყეო დარგის 26 საერთაშორისო ექსპერტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0