სოლომონ პავლიაშვილი უნგრეთის ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა

27/10/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი უნგრეთის ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე იმსჯელეს.
მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით მიღწეულ შედეგები, გარემოს დაცვის სფეროში შემუშავებული და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე Twining-ის პროექტის “ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ მნიშვნელობაზე და დაცული ტერიტორიების განვითარების შესახებ ისაუბრა. მხარეები გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0