სომხეთს სოლიდარობა უნდა მეზობელ საქართველოსთან

01/06/2018

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სამცხე-ჯავახეთს ეწვია. პრემიერ მინისტრს სოფელ ფოკაში, მხარის გუბრნატორი კახა სამხარაძე, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად დახვდა.
ნიკოლ ფაშინიანმა სოფელ ფოკის, სათხის, განძის და ქალაქ ნინოწმინდის მაცხოვრებლებს, შეხვდრისას სიტყვით მიმართა -“ სომხეთს სოლიდარობა უნდა მეზობელ საქართველოსთან. ჩვენ ურთიერთობებს ახალი ფორმულა უნდა დაედოს საფუძვლად. სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია, არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს გამარჯვებაცაა. მჯერა, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით მოეკიდება საქართველოს აღმშენებლობის საქმეს-“განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
დღის ბოლოს, ნიკოლ ფაშინიანი ახალქალაქში კულტურის სახლში სომხური დიასპორის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან და მხარის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან ერთად შეხვდა.
მხარის გუბერნატორმა ხაზი გაუსვა ორი მეზობელი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობის მნიშვნელობას, მისი თვალსაზრისით პრემიერის ვიზიტს დიდი დატვირთვა აქვს, ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ, ეთნიკური უმცირესობებისთვის, განათლების ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე იასუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეთნიკურად სომეხმა, ახალგაზრდობამ მიიღოს სრულყოფილი განათლება და აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ ეკონომიკურ ცხოვრებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0