სოფელი ჭინათი მთლიანად მოწყვეტილია სოფლის ცენტრს

16/10/2017

ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სოფელი ჭინათი მთლიანად მოწყვეტილია სოფლის ცენტრს. ჩახერგილია გზა ფოცხვერეთის უბანთან. ეზოები დაიტბორა გოჩა გოგუაძისა და დათო ჩხაიძის უბნებში, ასევე ლამზირა პატარაიასა და ბადრი ბერიძის ეზოები, გელა ხუნწარიას საცხოვრებელ სახლში შევარდა წყალი. მოსახლეობა დატბორილია ასევე რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0