სოფელ აკაურთაში შიდა საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

31/08/2017

სოფელ აკაურთაში წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება.
ახალი ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მშენებლობა უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი ფენა დაიგო.
ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზა 1, 100 გრძივი მეტრის მონაკვეთზე დაიგება, ასევე მოეწყობა გვერდულები და სანიაღვრეები.
გზის კეთილმოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, რომლებმაც მიმდინარე პროექტის განხორციელებისათვის მას მადლობა გადაუხადეს.
,, დღეს მოვინახულეთ სოფელ აკაურთაში მიმდინარე პროექტი, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან წლების მანძილზე იყო ადგილობრივების მოთხოვა სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვარებულიყო. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრეები და გვერდულები. მოსახლეობას გავესაუბრე და კმაყოფილებას გამოთქვამს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ რათა მოსახლეობას უკეთესი გარემო შევუქმნათ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0