სოფელ აჭყვისთავში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი სოფელ აჭყვისთავში გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის ორ სართულიანი შენობა გათვლილია 70 აღსაზრდელზე. საძინებლები, გასართობი და სასადილო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მოეწყო შიდა ეზოს გამწვანება და მოედანი ატრაქციონებით. ბაღის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 641 090 ლარი გამოიყო. 2012 -2018 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღი აშენდა. წლის ბოლომდე ახალი საბავშვო ბაღების გახსნა წყავროკასა და ჩაისუბანში იგეგმება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 28 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 2950 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას.

Visited 67 times, 1 visit(s) today