სოფელ აჭყვისთავში სასოფლო გზა გაწმენდილია

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სოფელ აჭყვისთავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები მოინახულა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გუშინ სოფელ აჭყვისთავში ხახუტაიშვილების მიმართულებით მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისათვის სასოფლო გზა გაწმენდილია და სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია. გამგბელმა ასევე ხახუტაიშვილების მიმართულებით მდებარე ამორტიზირებული ხიდი დაათვალიერა, რომელიც მოსახლეობის გადაადგილებას უქმნის საფრთხეს. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით გამგეობაში მუშაობა დაწყებულია.

Visited 178 times, 1 visit(s) today