სოფელ ახალ სამგორში ახალი, თანამედროვე ტიპის სანათების სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა

სოფელ ახალ სამგორში ახალი, თანამედროვე ტიპის სანათების სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, რეაბილიტირდა და ახალი დიოდური სანათები დამაგრდა 160 ბოძზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალ სამგორში, შპს „ქსელმშენმა“ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტიპის LED სანათების ძირითადი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც ელექტროენერგიის ხარჯს 70-80 პროცენტით დაზოგავს.

Visited 221 times, 1 visit(s) today