სოფელ გონაში მაღალი გამავლობის ტრანსპორტით გადაადგილება სამ დღეში იქნება შესაძლებელი

12/07/2017

დღეს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გონაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჯარისკაცების როტაცია განხორციელდა, მათთან ერთად იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის გამგებელიგიორგი ლობჯანიძე, მან მოინახულა სტიქიის შედეგად საგზაო კომუნიკაციის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა. „სამ დღეში სოფელ გონაში შესაძლებელი იქნება მაღალი გამავლობის ტრანსპორტით გადაადგილება“- განაცხადა ბატონმა გიორგი ლობჯანიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0