სოფელ დვაბზუში ბენტონიტური საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ბენტონიტური საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს, დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ბიზნესმენ გოჩა ჩახიაძესთან ერთად გაეცნო.
შპს „ასკანგელ ალიანსი“ წლიურად არანაკლებ 100 000 ტონა ბენტონიტური თიხის გადამუშავებას უზრუნველყოფს, რისთვისაც 10 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
“სოფელ დვაბზუში ბენტონიტური საწარმო მოვინახულეთ, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით შენდება. მინდა გითხრათ, რომ ასეთი დონის ინდუსტრიული საწარმო გურიაში ჯერ არ აშენებულა. ეს გახლავთ რეგიონში პირველი საწარმო, რომელიც ადგილობრივ ნედლეულზე იმუშავებს და პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ჩხაიძეს ასეთი კარგი საქმის წამოწყებისთვის და კომპანიას მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებ,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.

Visited 299 times, 1 visit(s) today