სოფელ დვაბზუში, მუზეუმების საერთაშორიოსო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

19/05/2019

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახლ-მუზეუმის ეზოში, პროექტის “ქვასანაყიდან ბლენდერამდე“ მონაწილეები დაჯილდოვდნენ. პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდებში კვლევითი უნარების განვითარებას, საკუთარი კუთხის ტრადიციების შენარჩუნებასა და გურული სამზარეულოს გამორჩეული კერძების პოპულარიზაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე: “რას და როგორ ამზადებდნენ ჩვენი წინაპრები“ და სტუმრებს ძველი, ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული კერძები შესთავაზეს. პროექტში მონაწილე ბავშვები სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დღესვე მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალშიც იმყოფებოდნენ. ღონისძიება მიეძღვნა მუზეუმების საერთაშორისო დღეს და აქციას „ღამე მუზეუმში“, სადაც მონაწილეობდნენ ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. ჩატარდა ვიქტორინა და გამარჯვებულებს გადაეცათ წიგნები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0