სოფელ ესიერთან დამაკავშირებელი გზა აღდგენილია

22/08/2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ესიერთან მისასვლელი გზა აღდგა. მაშველებმა სპეციალური საბაგირო მაგისტრალით კიდევ ერთ მოწყვეტილ დასახლებაში მცხოვრებთა საჭირო ნივთებით მომარაგება შეძლეს. სტიქიის ადგილზე რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დილიდან იმყოფება და მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა. ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება საკვები პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგეს. მძიმე ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს რათა დროულად მოხერხდეს დანარჩენ სოფლებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა,მანამდე კი მოსახლეობა შემოვლითი საფეხმავლო ბილიკებით სარგებლობს. მაშველებმა დაზიანებულ ხიდთან ბაგირი გააბეს და ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებში გადაჰყავთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0