სოფელ ზანაქიძეებში უახლოეს მომავალში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აღმოიფხვრება

31/08/2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე სოფელ ზანაქიძეების მოსახლეობას შეხვდა. გამგებელს ადგილობრივებმა სოფელში წყლის საქაჩთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოგვარება თხოვეს. ნადიმ ვარშანიძემ მოსახლეობას განუმარტა, რომ უახლოეს მომავალში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აღმოიფხვრება, რადგან წყლის საქაჩის შესაძენად უკვე ტენდერი გამოცხადებულია. სოფელ ზანაქიძეებში(გემულაურის დასახლებაში) ახალი წყლის საქაჩის დამონტაჟების შემდეგ 40 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოეხსნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0