სოფელ ითხვისში, ყიფშიძეების უბანში შიდა საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

12/07/2017

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში, ყიფშიძეების უბანში შიდა საუბნო გზის 102 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
გზის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შექმნილმა კომისიამ დაათვალიერა.
კომისიის წევრებმა მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0