სოფელ კარდენახის წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

31/08/2017

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტით გათვალისწინებულ პირველ ეტაპზე შესრულებულია შემდეგი ტიპის სამუშაოები:
მოეწყო ხარაჩოები, მოიხსნა დაზიანებული კრამიტის სახურავი და გვიანდელი ჩაშენებები, გადაეწყო სუსტი და გამოქარული ნაწილები, აღდგა საპირე წყობა,მოეწყო ძალოვანი ხარაჩოები კამარისა და კონქის მოსაწყობად, აღდგა კონქი და კამარა შერჩეული რიყის ქვით .
პროექტის ავტორი: ნ.მინდორაშვილი
შემსრულებელი: შპს „სამანი“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0