სოფელ კარდენახში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

23/07/2016

გუშინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარმა სტიქიამ, გარკვეული ინფრატსრუქტურული პრობლემები შექმნა. სტიქიის დაწყებისთანავე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე, მისი მოადგილეები და სამსახურები აქტიურად ჩაერთვნენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. მობილიზებულია სპეცტექნიკა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც სოფელ კარდენახში მუშაობს.
ქარიშხალმა და სეტყვამ სოფელ კარდენახის სახნავ–სათესი ფართობების ნაწილი დააზიანა, განადგურებულია ერთწლიანი ბაღჩეული კულტურები. ძლიერმა ქარმა სახურავის ნაწილი მოხადა ქ. გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობას. ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და შესაბამისი სამსახურების წარმოამდგენლები. გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით მოხსნილია დაზიანებული სახურავის ნაწილი. უახლოეს დღეებში დაიწყება მისი შეკეთება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0