სოფელ კლდეში ე. წ „ზეუბნის“ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

სოფელ კლდეში ე. წ „ზეუბნის“ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა.
ასევე მიმდინარეობს გზის საყრდენი კედლისა და მილხიდის რეაბილიტაციაც.
სამუშაობზე 15 ადამიანია დასაქმებული. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 199 491 ლარით ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ ბეტონის საფარი აქ პირველად იგება, წლების განმავლობაში სოფლის მაცხოვრებლებს ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდათ სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

Visited 156 times, 1 visit(s) today