სოფელ კორბოულში ამავე სოფლის 1-ლი საჯარო სკოლის ბაზაზე რიცხული მცირეკონტიგენტიანი სკოლის მშენებლობა დასრულდა

13/09/2017

სოფელ კორბოულში ამავე სოფლის 1-ლი საჯარო სკოლის ბაზაზე რიცხული მცირეკონტიგენტიანი სკოლის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული სკოლა განათლების სამინისტრო ეგიდით საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ შეასრულა. სამუშაოებში ჩართული იყო საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა. ამავე ტიპის მცირე კონტიგენტიანი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ბაჯითში, ხოლო საქართველოს მასშტაბით მსგავსი სკოლები 10 მუნიციპალიტეტში კეთდება. სამუშაოებზე 17 ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. სკოლაში ამ დროისთვის დარეგისტრირდა 13 მოსწავლე, რომელთაც 6 პედაგოგი ასწავლის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0