სოფელ ლამბალოში სკოლის მშენებლობა დასრულდა

13/10/2016

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ნატრიაშვილი და ლია გიგაური, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ფრიდონ ბურდული, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე ეწვივნენ და ახალი სკოლა გახსნეს. 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებს, სადაც მათთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი. ახალი სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადგილმდებარეობის სპეციფიკა და ნიუანსები, სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები თავისი დამხმარე სათავსოებით, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, სასადილო, 300 კვ.მ-ის ღია სპორტული მოედანი. შეგახსენებთ, რომ თითქმის ათი წელია სოფელ ლამბალოს მოსწავლეები ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის სრულიად შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0