სოფელ მელექედურში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

8 ივლისს ოზურგეთში მომხდარი სტიქიის დროს სოფელ მელექედურში მდინარე ნატანების ადიდების შედეგად ორი უბნის დამაკავშირებელი გზა დაზიანდა. დაიწყო ნაპირსამაგრი სამუშაოების პირველი ეტაპი. მდინარის გასწორხაზოვნების სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – მერაბ ჭანუყვაძემ და გამგებლის მოადგილემ, ბადრი გობრონიძემ დაათვალიერეს. პროექტის ღირებულება 80 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.

Visited 190 times, 1 visit(s) today