სოფელ მირზაანში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული, „ფიროსმანობა“ აღინიშნა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული, „ფიროსმანობა“ აღინიშნა. სახალხო დღესასწაული, მსოფლიოში ცნობილი და უნიკალური ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში გაიმართა.
„ფიროსმანობა 2018“-ზე გამართულ ღონისძიებებს დაესწრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი.
მინისტრის მოადგილემ ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები და ნამუშევრები დაათვალიერა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი მხატვრის უნიკალურობას და მსოფლიო დონის მნიშვნელობას, ასევე სამინისტროს ჩართულობას ფიროსმანის ნამუშევრების საერთაშორისო მასშტაბით აღიარების საქმეში.

Visited 204 times, 1 visit(s) today