სოფელ მოხისში მდინარეზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

10/08/2017

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ მოხისში მდინარეზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნული სამუშაოები მოხის-კოდავარდისუბნის საავტომობილო გზის ასფალტირების სამუშაოების პროექტის ნაწილია, რომლის მთლიანი ღირებულებაა 1 318 000 ლარი.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,იბოლია“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0