სოფელ ნაგომარში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალტეტის გამგებელმა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ ნაგომრის ერთკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას შპს „პირამიდა PR” ახორციელებს. მიმდინარეობს გზის მშენებლობის პირველი ეტაპი. პროექტი დაფინანსდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 207 871 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს მერაბ ჭანუყვაძე მოადგილესთან ბადრი გობრონიძესთან და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან – გოჩა აბაშმაძესთან ერთად დაესწრო.

Visited 162 times, 1 visit(s) today