სოფელ პატარა ფლევში ჭაბურღილისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

20/10/2016

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, სოფელ პატარა ფლევში ჭაბურღილისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ პატარა ფლევში წყალმომარაგების სისტემის არარსებობის გამო, მოსახლეობა წყაროს წყლით და რამდენიმე არტეზიული ჭით სარგებლობდა, ამიტომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნულ სოფელში წყლის სისტემის მოწყობა აუცილებლობად მიიჩნია, რათა მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდეს.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 184 998 ლარი გამოიყო და 2017 წლის იანვრიდან პატარა ფლევის ყველა მოსახლე ცენტრალური წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0