სოფელ სამთავისში გზის მოასფალტება დაიწყო

სოფელ სამთავისში, ტაძრის მიმდებარე გზის წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ – მოასფალტების სამუშაოები დაიწყო. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომლის სიგრძე 800 გრძივი მეტრია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს.
პროექტი რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან ფინანსდება – მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ღირებულება 602 876 ლარია.
გზის ირგვლივ მდებარეობს სამთავისი – კასპის ეპარქია და სამთავისის ტაძარი, სადაც მრევლთან და მოსახლეობასთან ერთად ტურისტებიც გადაადგილდებიან. ამდენად აღნიშნული გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია.
სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხის ინსპექტირებას შ.პ.ს. „ოპტიმალგრუპ +“- ი ახორციელებს.

Visited 189 times, 1 visit(s) today