სოფელ სარფში არსებულ ვითარებას ნადიმ ვარშანიძე გაეცნო

29/05/2016

სოფელ სარფში ე.წ მესამე ჩიხის ტერიტორიაზე მცხოვრები 9 ოჯახი საავტომობილო გზის გაკეთებას მოითხოვს. აღნიშნული პრობლემის შესწავლის მიზნით დღეს ადგილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე იმყოფებოდა. გამგებელი არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა ადგილობრივებისგან სააკითხის შესახებ დეტალური ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიიღო. მოსახლეობის თქმით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო წლების განმავლობაში საცხოვრებელ სახლამდე ფეხით გადაადგილება უწევთ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით,სოფელ სარფში ე.წ მესამე ჩიხის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას სპეციალისტები სწავლობენ, სამუსაოები კი გეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყება. ნადიმ ვარშანიძის განმარტებით, უკვე დაწყებულია პროექტზე მუშაობა. უახლოეს მომავალში გადაწყდება თუ რა მასშტაბის სამუშაოები განხორციელდება და პროექტისთვის თანხა ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0