სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს

29/08/2017

სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
ამ დროის მდგომარეობით ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, მეხანძრეები კი ცეცხლის კერებს ამუშავებენ.
სოფელ სვირში, ტყის მასივში ხანძარი გუში, 28 აგვისტოს გაჩნდა.
შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა.
ინფორმაციის მიღებისთანავე, ათეულობით მეხანძრე-მაშველი, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე ხელმძღვანელობდნენ.
მთელი ღამის განმავლობაში, ტერიტორიაზე იმყოფებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე, მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ცეცხლის ქრობის პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100–ზე მეტი თანამშრომელი ახორციელებდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170-მდე თანამშრომელი ჩაერთო.
მეხანძრე-მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ხანძრის დროულად ლოკალიზებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0