სოფელ სვირის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

28/04/2021

ახალციხის მუნიციპალიტეში არსებულ საბავშვო ბაღებს, კიდევ ერთი, სოფელ სვირის საბავშვო ბაღი შეემატა. დაწესებულება სამი სოფლის სვირის, ბოგისა და ტატანისის 60 -მდე აღსაზრდელს ემსახურება. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. ასევე, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო და დაიდგა გასართობი ატრაქციონები.საბავშვო ბაღი დღეს, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა გახსნეს. სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებასაც დაესწრნენ. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 143 342 ლარით დაფინანსდა. შენობაში, საბავშვო ბაღის გარდა, განთავსებულია ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთეკაც. სტუმრებმა დღესვე ახლადგახსნილი ბიბლიოთეკა დაათვალიერეს , კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ კი ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა. აღსანიშნავია, რომ სოფელში ათეული წლებია არც საბავშვო ბაღი და არც ბიბლიოთეკა არ ფუნქციონირებდა. ახლა კი, პატარები თანამედროვე სტანდარტებზე მქონე საბავშვო ბაღში ეუფლებიან სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევებს, ხოლო ახალგაზრდები განახლებული ბიბლიოთეკითა და ახალგაზრდული ღონისძიებებისათვის საჭირო სივრცით სარგებლობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0