სოფელ სილაურში ახალი ელექტროგამანაწილებელი ქვესადგური დამონტაჟდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში ელექტროგამანაწილებელი ქვესადგურის მონტაჟის სამუშაოები დასრულდა. აქამდე ძველი ტრანსფორმატორის გაუმართაობა, ელექტრომომარაგების მხრივ, შეფერხებებს იწვევდა. დღეიდან გაუმჯობესდება აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი და საიმედოობა. ქვესადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ენერგო-პრო ჯორჯიას ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ნაკაიძე დაესწრო. 160 კილოვოლტიანი ტრანსფორმატორი 80 ოჯახს მოემსახურება.

Visited 180 times, 1 visit(s) today