სოფელ ტყვიავში თანამედროვე სკოლა ამოქმედდება

07/09/2017

მილენიუმის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლაში შესაძლებელია განთავსდეს 506 მოსწავლე. მოეწყო ორი მრავალფუნქციური საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, მუსიკის ოთახი, კომპიუტერული ოთახი, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი, სველი წერტილები განთავსდა შენობაში, სკოლა ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის. აქამდე ტვიავის სკოლას არ ჰქონდა წყალი და იყენებდნენ წინასწარ ავსებულ რეზერვუარს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კი, მოეწყო ჭაბურღილი და სკოლას უწყვეტად აქვს საკუთარი წყალი. სააგენტოს მიერ ასევე შეიღობა სკოლის ეზო, სკოლა მთლიანად აღიჭურვა ახალი სასკოლო ავეჯით, მოეწყო ექიმის კაბინეტი.
სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე სკოლაში 377 მოსწავლე სწავლობდა. ამჟამად მათი რაოდენობა 390 – ია. გაიზარდა მოსწავლეთა და მშობელთა დაინტერესება სკოლის ცხოვრებით, გაიზარდა მასწავლებელთა მოტივაციაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0