სოფელ ტყირში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

25/12/2019

სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ტყირში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში იწმინდება მაგისტრალური არხი, რომლის სიგრძეც 8 კილომეტრია, არხზე ასევე მოეწყობა 24 მილხიდი, პროექტის საერთო ღირებულება 368 000 ლარია. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და საქარველოს მელიორაციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი თემურ გაბელაია გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0