სოფელ ქვებში, ვანსა და ჩხერში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

27/09/2017

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, სოფელ ქვებში, ჩხერსა და ვანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვანში ბეტონის საფარი ცენტრალური გზის 3076 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 702 611 ლარით ფინანსდება. ხელშეკრულების თანახმად, გზის რეაბილიტაცია დეკემბერში დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ამავე ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩხერში გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტის ღირებულება 256 264 ლარს შეადგენს.
ზემოაღნიშნულ ორივე სოფელში სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ასრულებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვებში, სადაც ერთკილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება. პროექტი, რომლის ღირებულება 159 340 ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. გზის სამშენებლო სამუშაოების დამთავრება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება და მას ამხანაგობა „ელიტ და კომპანია“ ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0