სოფელ ქვემო ოსიაურში მინი სტადიონის მოწყობა დასასრულს უახლოვდება

06/11/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოსიაურში მინი სტადიონის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.დღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი, სოფელ ოსიაურში იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოებს თვალს ადევნებდნენ. მათი განმარტებით, პროექტი მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე ხორციელდება. მინი-სტადიონებისა და სპორტული მოედნების სიმრავლე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და პოპულარიზაციას. სამუშაოებს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 95 988 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0