სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, დასასრულს უახლოვდება

დასასრულს უახლოვდება სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ამიტომ პროექტი სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე აკვირდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრსტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, სახლს-მუზეუმის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მილიონამდე ლარს ითვლის.
სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ასევე ტურიზმის განვითარების მხრივაც. რეაბილიტაციის პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა, ამიტომ ყველა დეტალი ზედმიწევნით არის გათვლილი.
ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ლიტერატორის და მთარგმნელის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ზაფხულის ბოლოსთვის შეძლებს დამთვალიერებელს უმასპინძლოს.

Visited 203 times, 1 visit(s) today