სოფელ ქსოვრისში ახალი, კეთილმოწყობილი სკვერი გაიხსნა

12/07/2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ბილიკები, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, საჭიდაო მოედანი და სპორტული კუთხე. დასრულებულ სამუშაოებს ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

„ახალი სკვერი ყველა თაობის წარმომადგენელს მისცემს შესაძლებლობას დაისვენოს და დრო სასიამოვნოდ გაატაროს. ვფიქრობ, ის ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავშეყრის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად იქცევა“ – აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ადგილობრივებთან საუბრისას.

ქსოვრისის სკვერის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით. პროექტის ღირებულება 166 000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0